Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი

2017 წლის სექტემბერში საქართველოში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, რომელიც ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი ასოციაცია “ქართული ღვინო“  გახლავთ. კონკურსი ტარდება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების (როგორც ქართული, ასვევე უცხოური) წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ ღვინის მფლობელს.

დაჯილდოვებული ღვინოები (საუკეთესო ადგილობრივ და საერთაშორისო კატეგორიაში) წარდგენილი იქნება ქვევრის ღვინის მასტერ-კლასზე, რომელსაც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ჩაატარებს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციების ცენტრში 15:00 საათზე,  2017 წლის 17 სექტემბერს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონსკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ქვევრის ღვინის (ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე) მწარმოებელს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონსკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, მევენახე, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული. ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის შესაბამისად.

ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული.

წარდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობა 500 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა.

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (ბოთლი = 0.75ლ)

ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი.

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული აპლიკაციის შევსება და მისი გადმოგზავნა ელფოსტით მისამართზე info@gwa.ge 2017 წლის 25 აგვისტომდე.

ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. #12, 0108, თბილისი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე. საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2017 წლის 25 აგვისტო.

ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გადაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 20 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია ქართული ღვინო

მიმღები ბანკი „ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006

დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის საფასური. თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.

გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მიტანილ ნიმუშებს.

ასოციაცია „ ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონსკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



თუ შეიძლება 28 აგვისტოს რომ მოვიტანო ნიმუშები?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.