საჭირო მასალა: ბისკვიტი– 2 კვერცხი, 60 გშაქარი, 15 გფქვილი, 15 გკაკაოს ფხვნილი. კრემი – 80 გ მასკარპონე, 30 გ შესქელებული რძე. მინანქარი - 50 გ შავი შოკოლადი.
მომზადება: 1 კვერცხი, 1 კვერცხის გული და 50 გ შაქარი გავთქვიფოთ. ჩავამატოთ კაკაო, ფქვილი და ხის კოვზით ამოვურიოთ ქვევიდან ზევით. დარჩენილი ცილა გავთქვიფოთ 10 გ შაქართან ერთად და კოვზით შევურიოთ ცომს. 25X36 სმ ზომის საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. მზა ბისკვიტი შევაგრილოთ. გავთქვიფოთ მასკარპონე და შესქელებული რძე. ბისკვიტი გავჭრათ 2 ნაწილად. წავუსვათ კრემი, მეორე ნახევარი დავაფაროთ ზემოდან და ნახევარი საათით მოვათავსოთ მაცივარში. მზა ტორტს წავუსვათ გამდნარი შოკოლადი და დავჭრათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი