Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ებრძვიან კლიმატურ ცვლილებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში

წელს ყველაზე ცხელი ზაფხული იყო, ტემპერატურა ივნისსა და აგვისტოში 1,5 გრადუსით გაიზარდა, რაც Copernicus Climate Change Service-მაც დაადასტურა. სიცხის შედეგად გარდაცვალების შემთხევების რაოდენობა აშშ-ში 1999-2023 წლებში 117%-ით გაიზარდა, როგორც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი იუწყება. თუმცა გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვახსენოთ სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელსაც სიცხე სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 

The drinks business კლიმატის ცვლილების შესახებ წერს და საუბრობს იმ ტექნოლოგიებზე, რომლებითაც მარნები კლიმატურ ცვლილებებს უმკლავდებიან: “ჩვენ აღმოვაჩინეთ,რომ სიმაღლის გავლენა ვაზზე საგრძნობლად დიდია” - ამბობს პაბლო კუნეო, Bodegas Luigi Boscas-ს მეღვინე არგენტინაში, რომელსაც ვენახები 1100 მეტრზე აქვს გაშენებული: “სიმაღლე ყურძენს აძლევს საშუალებას დღისა და ღამის განმავლობაში მეტად შეინარჩუნოს არომატი, მჟავიანობა და პოლიფენოლები. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ 100 მეტრზე საშუალო დღიური ტემპერატურის კლება 0,65-1 გრადუსამდეა, რაც ვაზზე დადებითაც მოქმედებს. იძლევა საშუალებას ყურძენი მეტად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომწიფდეს და უფრო დაბალალკოჰოლური ღვინოები იწარმოოს”.

კრისტოფ ტიფენბრუნერი, ალტო ადიჯეში Weingut Tiefenbrunner-ის მეღვინე ამბობს, რომ 1990 წლიდან მათ რეგიონში ტემპერატურის მუდმივი მატება ფიქსირდება, აქ ვენახები 200-1200 მეტრზე აქვთ გაშენებული: “უფრო მაღალ სიმაღლეზე, რომლებიც ოდესღაც ზედმეტად გრილად ითველბოდა ყურძნის გარკვეული ჯიშებისთვის, ახლა იდეალურია იმ ბალანსის შესანარჩუნებლად, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით”. 

კრისტოფის მამა ჰერბერტ ტიფენბრუნერი მაღალმთიანი მევენახის პიონერი იყო ალტო აჯიდეში, სადაც 1972 წელს რამდენიმე ჰექტარი მიულერ-ტურგაუ დაირგა 1100 მეტრზე: “ახლა, ასეთ და უფრო მაღალ სიმაღლეებზე ვაზის გაშენება ნორმად ითვლება” - ვკითხულობთ სტატიაში. Flowers Vineyards & Winery-მა ასევე დარგო ვაზი მაღალ სიმაღლეზე 350-500 მეტრის სიმაღლეზე სონომას სანაპიროზე 1991 წელს, მიუხედავად მევენახეებისა დიდი ეჭვისა, ამ იდეამ ნამდვილად იმუშავა, ამბობს მეღვინეობის დირექტორი Chantal Forthun: “

მარნის დამფუძნებლებს უთხრეს, რომ პინო ნუარი და შარდონე არ მომწიფდებოდნენ, თუ ოკეანესთან ასე ახლოს და დიდ სიმაღლეზე გაშენდებოდა ვენახი: ”მაგრამ მათ გააცნობიერეს, რომ ეს პირიქით, სწორედ ის სიმაღლე იყო, რომელიც საშუალებას მისცემდა ნაყოფს მომწიფებულიყო და მეტად გამოეხატა არომატები შედარებით ცივ სანაპირო კლიმატში. სიმაღლე ხელს უწყობს სიმწიფეს, ასევე ინარჩუნებს სიხალასესა და მჟავიანობას.” 1991 წლის შემდეგ დღეს იქ 27 ვენახია გაშენებული.

პიეტრო რატი, პიემონტის რატის მეღვინეობის მფლობელი და მეღვინე, ამბობს, რომ ზღვის დონიდან მინიმუმ 100 მეტრით დარგვა ძალიან კარგი გზაა ღვინის წარმოებისთვის. თუმცა აღნიშნავს, რომ ხარისხი ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება.

„როგორც მამაჩემმა რენატო რატიმ აღნიშნა თავის წიგნებში, ყველაფრის ანაზღაურება დაახლოებით 300 ფუტის სიმაღლეზე შესაძლებელია. პიემონტეში, რომელიც მდებარეობს 45-ე პარალელზე, ვენახები ბოლო 20 წლის განმავლობაში 100 მეტრით მაღალზე შენდება და ვფიქრობთ, ეს  ეფექტური საშუალებაა 15-20 წლის წინანდელი პირობების შესანარჩუნებლად“. მათ ახლა ვაზი 1500 ფუტზე აქვთ გაშენებული, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე ამ რეგიონში, ისტორიულად იყო ხოლმე (900 ფუტზე). სტატიას სრულად the drinks business-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული