Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოში მოხარშული მსხლის ტორტი

საჭირო მასალა: 1 ლ ღვინო, 1/4 ჩ.კ. მიხაკი, 1/2 ჩ.კ. დარიჩინი, 1,5 ჭიქა შაქარი, 12 ცალი პატარა ან 6 ცალი მოზრდილი მსხალი. ბისკვიტი - 4 კვერცხი, 4 ს.კ. შაქარი, 4 ს.კ. ფქვილი, მწიკვი ვანილი. კრემი - 4 კვერცხის ცილა, 2/3 ჭიქა შაქარი, 2 ს.კ. მსხლის ნახარში ღვინის ვაჟინი, ქოქოსის  ფანტელი – მოსართავად.

მომზადება: მსხლები გავფცქვნათ, ოღონდ დავუტოვოთ ყუნწები. თუ დიდი ზომის მსხლები გვაქვს, გავფცქვნათ, ამოვაჭრათ გული და მსხვილად დავჭრათ. ქვაბში მოვათავსოთ მიხაკი, დარიჩინი, შაქარი, ღვინო და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, ჩავაწყოთ მსხლები და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავწუროთ და ჩავაწყოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში (30X20). ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქარი და ვთქვიფოთ, სანამ კარგი ბეზეს მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული, ვანილი და ფრთხილად შევურიოთ ფქვილი. ინგრედიენტები კარგად უნდა იყოს ერთმანეთში არეული. ცომი დავასხათ მსხლებს და შევდგათ ღუმელში. ვაცხოთ დაახლოებით 20-25 წუთი. გავსინჯოთ ხის ჩხირით. როდესაც ბისკვიტი შიგნიდან გამშრალი იქნება, გამოვიღოთ და გავაგრილოთ. მოვაზადოთ კრემი: ქვაბში 1/3-ზე ავადუღოთ წყალი. თასში მოვათავსოთ შაქარი, ცილა და ღვინის ვაჟინი, დავდგათ წყლიან ქვაბზე ისე, რომ ძირი წყალს არ ეხებოდეს და მიქსერით ვთქვიფოთ მანამ, სანამ ერთგვაროვან ფაფუკ მასას არ მივიღებთ. ბეზეთი მოვრთოთ ტორტი და მოვაყაროთ ქოქოსის  ფანტელი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.