გამოქვეყნებულია: 4 ოქტომბერი, 2013 - 11:58
საჭირო მასალა: 100 გ ჟოლო, 1 ცალი ფორთოხალი, 100 გ ანანასის რბილობი, 1 ცალი კივი, 0,5 ბანანი, 1 ცალი პატარა ვაშლი, 25 გ სალათის ფოთლები, 3 ღერი ოხრახუში, 150 მლ რძე ან თხელი ნაღები.
მომზადება: ფორთოხალს მოვაცალოთ თეთრი კანი და დავჭრათ, დავუმატოთ გაფცქვნილი, დაჭრილი ვაშლი, ანანასი, ბანანი, კივი, სალათის ფოთლები, ოხრახუში, რძე და ბლენდერით ავთქვიფოთ. ჩავასხათ ჭიქაში. ცალკე 1 ს.კ. წყალთან ერთად ავთქვიფოთ ჟოლო და ზემოდან მოვასხათ ხილის სასმელს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი