Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არგენტინელი ლიდერი ქალები ღვინის ინდუსტიაში - ინტერვიუ wines of Argentina-ს ვიცე პრეზიდენტ კლაუდია პიედრაჰიტასთან

არგენტინის ღვინის ინდუსტრიას მრავალი წამყვანი ქალი ჰყავს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ არგენტინული ღვინის განვითარებაში. The Drinks Business-თან ინტერვიუში, Wines of Argentina-ს ვიცე-პრეზიდენტი კლაუდია პიედრაჰიტა გვიხსნის, თუ როგორ განავითარა სექტორმა მდგრადი პრაქტიკა და როგორ მოიპოვა ხარისხისა და მრავალფეროვნების რეპუტაცია მთელს მსოფლიოში.

როგორ განვითარდა თქვენი როლი ამ სექტორში დროთა განმავლობაში? აღწერეთ, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და როგორ მოხვედით დღევანდელ დღემდე?

-წარსულს ვიხსენებ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რამდენი გზა გამოვიარე და რამდენი შესაძლებლობა მომცა ცხოვრებამ. არ ვარ ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელი და მარტივი წარსული არ მქონდა, ამიტომ გზა მარტივი არ ყოფილა. ეს ჩემი დიდი სურვილისა და მუშაობის შედეგია. ღვინის სამყარო 20 წლის წინ შემიყვარდა, როდესაც პირველად მოვინახულე მენდოსა. მალევე გადავედი აქ, ლუჟან დე კუიოში, დიდი მიზნებით, რომ ღვინის ინდუსტრიაში წვლილი შემეტანა. თუმცა ამ ყველაფრის დასაწყისი ადვილი არ იყო; ბევრი კარი იყო დაკეტილი ჩემთვის დიდი ხნის განმავლობაში. პირველი შესაძლებლობა ღვინის ინდუსტრიაში მომცა ჭკვიანმა, შრომისმოყვარე ქალმა არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ოჯახის საწარმოში და ეს დაუვიწყარი გამოცდილება იყო. რამდენიმე წლის შემდეგ შანსი მქონდა მემუშავა კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მცირე და ულტრა პრემიუმ ღვინის საწარმოში, სადაც ვსწავლობდი მაღალი სტანდარტებისა და გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელობას.

როდესაც რვა წლის წინ დავიწყე მუშაობა Casarena-ში, ბევრ საქმეს ვაკეთებდი იქამდე, სანამ CEO არ გავხდი. ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ეს უზარმაზარი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველ დღე სიყვარულითა და ძლიერი ვალდებულებით ვეკიდები. საბედნიეროდ, შევკრიბეთ მაღალკვალიფიციური და ძალიან მოტივირებული გუნდი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი რეგიონის არსის ნამდვილ წარმოჩენას გულწრფელი, ელეგანტური და სუფთა ღვინოების მეშვეობით.

ვიტიკულტურა აერთიანებს იმას, რაც ჩემთვის ტრანსცენდენტურია: მიწის და გარემოს მოვლა, ადამიანის განვითარება და ჩვენი ინდუსტრიის დადებითი სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა, ასევე კულტურა და ცოდნა თითოეულ ბოთლსა და ჭიქაში.

არგენტინა არის განვითარებისა და პრემიუმ ღვინოების წარმოების საოცარი მაგალითი. განგვიმარტეთ, როგორ აღიქმება თქვენთვის ქვეყნის რეპუტაცია.

- არგენტინა იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი საქმიანობა საუცხოოდ. უცხოური ბაზრების აღიარება, გლობალური მოთხოვნის ტენდენციების კვლევა, ვენახებსა და ტექნოლოგიებში მასიური ინვესტიციები და არგენტინული მალბეკის ჯიშის პოზიციონირება იყო მნიშვნელოვანი ეტაპები ამ გამორჩეულ ტრანსფორმაციაში.  როდესაც მდგრადობის სერტიფიცირების პროცესს გავდივართ, მაგალითად, საინტერესოა, რომ ჩვენი პრაქტიკები ბუნებრივია და მისაღებია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო, არამედ, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი აგრონომისტებისა და მეღვინეების გამო, რომელთაც უკვე დიდი გამოცდილება აქვთ.

ღვინის საწარმოებმა ნელ-ნელა მიიღეს გადამწყვეტი ზომები არა მხოლოდ გარემოს დაცვისთვის, არამედ მათი ახლომდებარე საზოგადოების სარგებლისთვისაც. ჩვენს ღვინოებს უდავოდ შეაქვთ წვლილი უკეთესი სამყაროს ჩამოყალიბებაში. "Wines of Argentina"-ში ვმუშაობთ პროგრამაზე სახელწოდებით „Sustenta-Vitis“, რომელიც განხორციელებულია AL-INVEST Verde-ის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით. ჩვენი მიზანია, რომ არგენტინის ღვინოებს ჰქონდეთ დადებითი ზეგავლენა და შევიტანოთ წვლილი მდგრადი პროდუტის, როგორც არგენტინის ღვინის ერთ-ერთი მახასიათებლის განვითარებაში.

- თანასწორობა, მრავალფეროვნება და ქალთა ლიდერობის გაძლიერება გახდა ის, რითიც არგენტინის ღვინის სექტორი გამოირჩევა და ცნობილია. პირადად როგორ შეაფასებდით ამ ნაბიჯებს?

- ღვინის სექტორში ქალთა ლიდერობა არგენტინის ღვინის ინდუსტრიის ევოლუციის შედეგია. დღეს ჩვენ გვყავს წამყვანი ქალი CEO-ები, მეღვინეები, აგრონომები, ექსპორტის მენეჯერები და ვფიქრობ, ეს იყო ბუნებრივი განვითარება, რითიც ცხადია, რომ არგენტინაში ნიჭი სქესს არ განასხვავებს.

- გვიამბეთ იმ ინიციატივებზე, რომლებშიც მონაწილეობდით და რომლებიც დაეხმარათ არგენტინის ღვინის სექტორის განვითარებაში

- ვმუშაობდი სხვადასხვა ღვინის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოში არგენტინაში. ვთანამშრომლობ "Wines of Argentina"-სთა თავდაპირველად ვეხმარებოდი ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებში, ბოლოს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. ეს გზა დამეხმარა გავცნობოდი ღვინის სცენის ბევრ მნიშვნელოვან მოთამაშეს, საწარმოების საჭიროებებს, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას მთავარ მიმართულებებში, არგენტინის ღვინის პოპულარიზაციის სტრატეგიის განსაზღვრაში. მჯერა, რომ თანამშრომლობითი მუშაობა არის მთავარი, ამიტომ შევქმენით სხვადასხვა გუნდები და კომიტეტები, რათა განვიხილოთ ჩვენი ინდუსტრიის გამოწვევები.

- როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს, როგორ აპირებთ შეინარჩუნოთ ძირითადი როლი არგენტინის ღვინის გლობალური რეპუტაციის შენარჩუნების მიმართლებით. აღწერეთ ის, რისი დანერგვაც მომავალში გსურთ

- არგენტინულმა ღვინომ უნდა გააგრძელოს ეს მიმართულება და  ხარისხის, საიმედოობისა და მდგრადობის სინონიმი გახდეს. მომხმარებელთა ქცევა და გლობალური ბაზარი მუდმივად იცვლება, ჩვენი გამოწვევაა კონსოლიდაცია და არგენტინის მეტი პოპულარობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მუდმივი მუშაობა, ჩვენი ღვინის ხარისხის ზრდა და პრესტიჟი, შორს წაგვიყვანს.

არგენტინამ უკვე მოიპოვა გლობალური რეპუტაცია მელბეკით, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევინარჩუნოთ ეს სახელი რთულ კონტექსტში ღვინის ბაზრისთვის და ვიცოდეთ, როგორ ვუპასუხოთ ახალ მომხმარებელს, რომლებიც ნაკლებს სვამენ ღვინოს, ირჩევენ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამჯობინებენ ელექტრონულ კომერციას და ა.შ. გავაგრძელებთ განათლებასა და ამ მიმართულების მეტად წახალისებაზე ფოკუსირებას. ყველას ვაჩვენებთ სხვადასხვა სტილს, რეგიონებსა და ჯიშების მრავალფეროვნებას, საზოგადოებას დავანახებთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია მელბეკის გარდა ბევრი საინტერესო კატეგორიის შეთავაზება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული