გამოქვეყნებულია: 27 მაისი, 2010 - 11:43
საჭორო მასალა: 800 გ. მარწყვი, 100 მლ. შესქელებული რძე, 50 მლ. 10-11 %-იანი ნაღები, 400 გ. ხაჭო, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი.
მომზადება: ხაჭო და შედედებული რძე ერთმანეთში ავურიოთ. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები ვანილის შაქართან ერთად. შემდეგ ეს ორი მასა შევათქვიფოთ ერთმანეთს და გავაციოთ. კრემი მოვასხათ დარჩეულ მარწყვს. მარწყვთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა კენკრაც.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი