Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

საზამთროს მწნილი

 

იღებთ დაუმწიფარ პატარა საზამთროებს, გული ჯერ კიდევ სულ თეთრი რომ აქვს და კურკაც არ არის ჩამოყალიბებული (დაახლოებით 1 კგ.-მდე უნდა იყოს თითო საზამთრო, უკეთესია მოზრდილი პამიდვრის ხელა როცაა, ამათ დაჭრაც არ სჭირდებათ), ჭრით ოთხად ან ორად, ჩადებთ ემალირებულ ან კერამიკულ ჭურჭელში,  ფენა-ფენა ამატებთ წითელ წიწაკას, ნიორს, დაფნის ფოთოლს, ნიახურს (ბლომად), მუხის და ალუბლის ფოთლებს (დიდ ჭურჭელზე 10-15 ცალი), პირშუშხას (ხრენი) ფოთლებს. ადუღებულ წყალში ხსნით მარილს 1 ლიტრზე - 1 სუფრის კოვზი მარილი და ამატებთ ერთ ჩაის კოვზ სახლის კარგ ძმარს და განელებულს ჩაასხამთ ჭურჭელში.
 
© DODI

 

არქივი

ივლისი 2010
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

გამოკითხვა

რომელი ტიპის მშრალ თეთრ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?: