Home
ქართული | English
აპრილი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

მულტიმედია

კომენტარები

კულიჩი ნუშით

საჭირო მასალა: 700 გ. ფქვილი, 250 მლ. რძე, 4 ცალი კვერცხი, 200 გ. კარაქი, 150 გ. შაქრის ფხვნილი, 30 გ. ახალი საფუარი, 1/4 ჩ.კ. მარილი, 100 გ. ქიშმიში, 30 გ. ცუკატები, 30 გ. ნუში, ვანილი – გემოვნებით.

მომზადება: საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის მასა, მოვურიოთ, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე. ამასობაში კვერცხის გულები და ცილები გავაცალკევოთ. გულები გავთქვიფოთ 75 გ. შაქართან ერთად, გათეთრებამდე. ცომს დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი, კვერცხის გულების მასა, ვანილი და მარილი, ასევე გამდნარი (მაგრამ არა ადუღებული) და შემდეგ შეგრილებული კარაქი. კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ დანარჩენ შაქართან ერთად, ფრთხილად შევურიოთ მომზადებულ მასას და ჩაისტილოგადაფარებული დავდგათ თბილ ადგილზე დაახლოებით ერთი საათით. ცომი მოცულობით ორჯერ უნდა გაიზარდოს. კანგაცლილი, დათლილი ნუში, ცუკატები და ქიშმიში ავურიოთ ცოტა ფქვილში და შევაზილოთ ცომს, შემდეგ ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ ცხიმწასმულ ფორმაში ისე, რომ ნახევარს ფარავდეს და კიდევ დავდოთ ასაფუებლად. 1/3-ზე რომ ამოვა, შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ. გაგრილებული კულიჩი შეგვიძლია მოვრთოთ შაქრის ან შოკოლადის მინანქარით.გვახსოვდეს, ცომი დიდხანს და ენერგიულად უნდა ვზილოთ, კარგად რომ აფუვდეს.     
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.