Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორეული მაჭკატი

საჭირო მასალა: 2 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1 ცალი გამშრალი წითელი წიწაკა, 4 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ს.კ. თაფლი, 75 გ ფქვილი, 1 კვერცხი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 პატარა სტაფილო, 175 გ კომბოსტოს ფოთლები, 2 ს.კ. ზეთი, 50 გ გარჩეული კრევეტები, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: სეზამის მარცვლები და წითელი წიწაკა ქვასანაყში დავნაყოთ (არ დავფქვათ!). დანაყილი წიწაკა და სეზამის მარცვლები პატარა ჯამში გადავიტანოთ. დავუმატოთ 3 ს.კ. სოიის სოუსი, თაფლი და 1 ს.კ. წყალი, ავურიოთ და ოთახის ტემპერატურაზე დავდგათ.  ფქვილი, მწიკვი მარილი და 125 მლ წყალი ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ცომი 10 წუთი დავდგათ, რომ დაისვენოს. მწვანე ხახვი მსხვილად დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ, კომბოსტო წვრილად ავკეპოთ. 24 სმ დიამეტრიან ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავაყაროთ ბოსტნეული. 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, შემდეგ დავამატოთ კრევეტები და 1 ს.კ. სოიის სოუსი. ბოსტნეული და კრევეტები ტაფაზე თანაბრად გადავანაწილოთ, მოვაყაროთ მარილი და ზედ დავასხათ მომზადებული ცომი. მაჭკატი რამდენიმე წუთით საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ. შემდეგ ამოვატრიალოთ და 2 წუთის განმავლობაში მეორე მხარეზეც გამოვაცხოთ. მაჭკატი დავჭრათ და სუფრასთან წინასწარ მომზადებულ სეზამის სოუსთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.