საჭირო მასალა: 2 ს.კ. თხილი, 1 ს.კ. კეშიუ, 1 ს.კ. კედრის თესლი, 2 ს.კ. თეთრი ქუნჯუთის მარცვლები, 1 ს.კ. ქინძის თესლი, 2 ს.კ. კამის თესლი, 1 ს.კ. შავი პილპილი, 2 ს.კ. პაპრიკა, 2 ს.კ. ზღვის მარილი, 0,5 ს.კ. ხმელი თავშავა, 1 ს.კ. შავი ქუნჯუთის მარცვლები, დაჭრილი პური, ზეითუნის ზეთი.
მომზადება: თხილი, კეშიუ და კედრის თესლი მსხვილად დავფქვათ, დავუმატოთ თეთრი ქუნჯუთის მარცვლები და გახურებულ ტაფაზე უცხიმოდ მოვხალოთ. ცალკე მოვხალოთ 1-2 წუთის განმავლობაში პილპილის მარცვლები, კამისა და ქინძის თესლი, გავაგრილოთ და დავფქვათ. თხილეული, დაფქული სანელებლები, პაპრიკა, მარილი, თავშავა და შავი ქუნჯუთის მარცვლები ავურიოთ. პურის ნაჭრები ჩავასველოთ ჯერ ზეთში, შემდეგ თხილეულისა და სანელებლების ნარევში და ისე მივირთვათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი