Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრინჯი ოსპითა და ფინიკით ირანულად

საჭირო მასალა: 400 გ ოსპი, 2 ჭიქა გრძელი ბრინჯი, 400 გ ცხვრის ან საქონლის ფარში, 100 გ უკურკო ფინიკი, 120 გ ქიშმიში, 0,5 ჩ.კ. ზაფრანა, 2 თავი ხახვი, კარაქი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ბრინჯი 3-4 საათის განმავლობაში დავალბოთ წყალში, შემდეგ 10-15 წუთი მარილიან ცხელ წყალში ვხარშოთ, სანამ არ მომზადდება. ცალკე მარილიან წყალში მოვხარშოთ ოსპი. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და მოვშუშოთ კარაქში, დავუმატოთ ფარში, შევანელოთ მარილითა და პილპილით, ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავასხათ 1 ჭიქა ცხელი წყალი და ვხარშოთ, სანამ წვენს არ შეიწოვს. ქვაბში ჩავასხათ 0,5 ჭიქა წყალი, დავუმატოთ კარაქი და შიგ ფენა-ფენა ჩავყაროთ ბრინჯი, ოსპი, ხორცის ფარში, ქიშმიში და ფინიკი. ბოლოს კვლავ ბრინჯი დავაყაროთ და დაბალ ცეცხლზე თავდახურული ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული