Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ბრინჯი ზაფრანით

ეს რეცეპტი ერთი ძველი მეგობრისგან ვისწავლე. მას მომზადებისას, ერთი შეხედვით, სწორხაზოვნება ახასიათებს, მაგრამ ნახელავი ყოველთვის განსაკუთრებული გამოსდის. ამის მიზეზი საჭირო დროს ზომიერი იმპროვიზაცია უნდა იყოს.ისევე როგორც შემწვარი ბრინჯით მომზადებულ ყველა კერძს, ამასაც წინა დღით მომზადებული ბრინჯი სჭირდება. ახალი მეტისმეტად ტენიანია. 15 წლის მანძილზე ამ კერძს ქათმის ცხიმში ვამზადებდი. ეს მას განსაკუთრებულ არომატს აძლევს, მაგრამ მზარეულთა ერთი ნაწილის რჩევით, ერთხელ მიწის თხილის ზეთი გამოვიყენე. ესეც არაჩვეულებრივია!ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომაა ეს კერძი მზარეულთა არჩევანი, როცა მისი მომზადების პროცესი რამდენიმე დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება: ზაფრანა და ნიორი წვრილად უნდა დაჭრათ; პრასი დაარბილოთ; ბრინჯი და კვერცხი შეწვათ. მაგრამ თითოეულ ნაწილს რამდენიმე წუთზე მეტი არ მიაქვს. თანაც, ეს რეცეპტი ნამდვილად ღირს ამ ძალისხმევად!

შემადგენლობა:
3/4 ჭიქა მიწის თხილის ზეთი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ან დანაყილი ნიორი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ან დანაყული ზაფრანა
მარილი
2 ჭიქა წვრილ ნაჭრებად დაჭრილი პრასი (მხოლოდ თეთრი და ღია მწვანე ნაწილები), გარეცხილი და კარგად გამშრალი
4 ჭიქა ერთი დღით ადრე მომზადებული ბრინჯი, ოთახის ტემპერატურის
4 დიდი ზომის კვერცხი
4 ჩაის კოვზი სოიოს საწებელი
 
მომზადების წესები:
1.      საშუალო ცეცხლზე შემოდგით განიერი ტაფა და მეოთხედი ჭიქა ზეთი გააცხელეთ. დაუმატეთ ნიორი და ზაფრანა და ურიეთ ხშირად. გააჩერეთ გაყავისფრებამდე. ტაფიდან ნასვრეტებიანი კოვზით გადმოიტანეთ (ზეთი რომ არ შეყვეს) და მოაყარეთ ცოტა მარილი.
2.      ტაფა დატოვეთ ცეცხლზე, ოღონდ ოდნავ დაუწიეთ. დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ზეთი და დააყარეთ პრასი. ურიეთ ხშირად. გააჩერეთ 10 წუთით, მანამ, სანამ ძალიან არ დარბილება. მაგრამ ეცადეთ, გაყავისფრებამდე გადმოდგათ ცეცხლიდან. ცოტა მარილი პრასსაც მოაყარეთ.
3.      ცეცხლს აუწიეთ და ტაფაზე ბრინჯი დაყარეთ. ხშირად ურიეთ და გადმოღების შემდეგ ესეც მარილით შეაზავეთ.
4.      ღრმა ტაფაზე დაასხით დარჩენილი ზეთი და შეწვით კვერცხი ისე, რომ კიდეები ოდნავ შეებრაწოს, მაგრამ გული თოხლო დარჩეს.
5.      გადაანაწილეთ ბრინჯი ოთხ თეფშზე. თითოეულს თავზე კვერცხი დაადეთ და დანამეთ ზეთისა და სოიოს სოუსის წვეთებით. მოაყარეთ მოხალული ზაფრანა, ნიორი და მიირთვით.
 
მომზადების ხანგრძლივობა: ნახევარი საათი;
რაოდენობა:                 4 ულუფა.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული