Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყვავილოვანი კომბოსტოს კრამბლი

საჭირო მასალა: მოსაყრელად – 40 გ კარაქი, 3 ს.კ. ფქვილი, 3 ს.კ. დაფქული ნიგოზი, მარილი, პილპილი გემოვნებით. კრამბლისათვის – 1 საშუალო თავი კომბოსტო, 0.5 ჭიქა ნიგოზის ლებნები, 2 ს.კ. დაფქული ნიგოზი, 200 მლ 36%-იანი ნაღები, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 3-4 ღერი ბეგქონდარა, მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადება: კომბოსტო დავყოთ ყვავილედებად და მარილწყალში მოვხარშოთ. ნიგოზი შევურიოთ მოხარშულ კომბოსტოს. ნაღებს ავურიოთ ნიორი, ბეგქონდარას დაკეპილი ფოთლები, გავუწყოთ სანელებლები და ნიგვზიან კომბოსტოსთან ერთად მოვათავსოთ ფორმაში. მოსაყრელი მასალის ინგრედიენტები ავურიოთ, ნაფხვენი პილპილთან ერთად მოვაყაროთ ნაღებიან კომბოსტოს და გამოვაცხოთ 20 წუთი 200 გრადუსზე, სანამ ზედაპირი არ შეიბრაწება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული