გამოქვეყნებულია: 24 ნოემბერი, 2008 - 21:56
ერთი ცალი დაკლულ-გასუფთავებული ფრინველი (დედალი, მამალი, ინდაური, ბატი, იხვი) უნდა ავქნათ ჩვეულებრივი წესით ნაჭრებად და ჩავალაგოთ ქვაბში; მოვაყაროთ ხმელი ქინძი და ყვითელი ყვავილი (თითო-თითო სუფრის კოვზი), წიწაკა და მარილი - (თითო-თითო ჩაის კოვზი);
ხახვი 2-3 დიდი თავი - ალყა-ალყა დაჭრილი, ნიორი - რამდენიმე კბილი. ბროწეული - წვენად 1 სუფრის კოვზი, ან პატარა ბროწეული კაკლებად - 1 ცალი პატარა ბროწეული. ფრინველი უნდა ჩაითუშოს დაბალ ცეცხლზე თავისსავე წვენში და ცხიმში, ნახევარი საათის შემდეგ ვუმატებთ 1 სუფრის კოვზ ტომატს. ვაგრძელებთ მზადებას კიდევ ნახევარი საათის მანძილზე თავდახურულ ჭურჭელში (სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ ცვალოთ გემოვნების მიხედვით). ხორცი გამოდის ძალიან რბილი და სუნელებ-გამჯდარი. თითქმის წვენის გარეშე.
© pepi
თემა:
თქვენი კომენტარი