Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩაშუშული ცხვრის ხორცი

საჭირო მასალა: 600 გ ცხვრის ხორცი, 3 ს.კ. რაფინირებული ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ტყის ქამა სოკო, 3 ცალი კარტოფილი, 3 ცალი სტაფილო, 1 პატარა თავი ბროკოლი, 200 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 3 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 კონა ოხრახუში, 2-3 ღერი ბეგქონდარა, მარილი – გემვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და კარგად გახურებულ ზეთდასხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ თბილი ბულიონი, დავახუროთ სახურვი და ძალიან დაბალ ცეცხლზე 2 საათი ვშუშოთ. თუ წვენი ბოლომდე დაიშრო, ცოტა წყალი დავასხათ. მსხვილად დავჭრათ სტაფილო და კარტოფილი, დაფნის ფოთლებთან, ოხრახუშთან და ბეგქონდარასთან ერთად დავუმატოთ ხორცს. მწვანილი ქვაბში მთელ-მთელ კონებად შეკრული მოვათავსოთ. 1 საათის შუშვის შემდეგ დავუმატოთ ყვავილედებად დაყოფილი ბროკოლი და დაჭრილი სოკო და ცეცხლზე კიდევ 30 წუთი დავტოვოთ. როდესაც კერძი მომზადდება, მწვანილის კონები და დაფნის ფოთლები ამოვიღოთ და ისე მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული