Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყაბაყი თურქულად

საჭირო მასალა: 1 მოზრდილი ხახვი, 2 დიდი პამიდორი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 2-3 ს.კ. ბრინჯი ან ბულგურიPilavlık bulgur, 1/2 კონა ოხრახუში, 3 ღერი კამა, 2 ღერი პიტნა ან 1 ჩ.კ. მშრალი პიტნა, 150 მლ მდუღარე წყალი, დაღერღილი წითელი წიწაკა, დაფქული შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით, ზეთი - შესაწვავად. საწებელი – 150 მლ იოგურტი, 2 კბილი ნიორი.

მომზადება: ყაბაყი გავფცქვნათ, თესლებისგან გავასუფთაოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. სქელძირიან ღრმა ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და ტომატპასტა და კიდევ 5 წუთი გავაგრძელოთ შუშვა. დავუმატოთ გარეცხილი  ბრინჯი ან ბულგური, 3 წუთის შემდეგ დაჭრილი ყაბაყი,  გავუწყოთ მარილი, დავუმატოთ წყალი, დავუწიოთ ტემპერატურას და ვადუღოთ 25 წუთი ბრინჯის მომზადებამდე. დავამატოთ დაკეპილი მწვანილი, სანელებლები და სუფრასთან მიტანისას ზემოდან მოვასხათ დაჭყლეტილი ნივრით შეზავებული იოგურტი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.