Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახლო აღმოსავლეთის რთული პერიოდი მეღვინეებისთვის

ელის მაალუფი 23 სექტემბერს ლიბანში bekaa Valley-ში რთველს იღებდა, როდესაც ციდან ბომბი ჩამოვარდა და მისი მარნის წინ დაეცა. აფეთქებად მისი მარნის სახურავი დააზარალა და ძალიან ბევრი ღვინის ბოთლიც დაამსხვრია. რაკეტების და ამ აფეთქებების გამო ვენახებს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა, რის შესახებაც Decanter წერს. 

Dalton Winery ისრაელის საზღვართანაა, სადაც მისი პინო გრიჯიოს ვენახები ხარობს, თუმცა ახლანდელი მდგომარეობის გამო ვენახებთან ახლოს ვეღარ მიდის.  2023 წლის აპრილში Dalton-ის ვენახი ცეცხლით დაზიანდა, და კომპანიამ 1.2 მილიონი ბოთლის წლიური წარმოებიდან დაახლოებით 100,000 ბოთლი დაკარგა. 

Alex Haruni, Dalton Winery-ის დირექტორი აცხადებს: “ჩვენ ყოველდღიურად ისე ვცხოვრობთ, რომ არასოდეს ვიცით რა მოხდება. ვცდილობთ, როცა ვენახს ვტოვებთ, საქმე დავასრულოთ, რადგან არ ვიცით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება.” ომის ზეწოლა ღვინის მწარმოებლებზე თითქმის გაუსაძლისია: “არასოდეს გვიფიქრია, რომ ღვინის წარმოება ჩვენს ოჯახებს საფრთხეში ჩააგდებდა” - ამბობს მალუფი.

ვენახები სამხედროებთან ახლოსაა. ლიბანის ღვინის საწარმოები ძირითადად ბექას ველის ტერიტორიაზეა, სადაც ისრაელის დაბომბვა ძალიან ინტენსიური იყო. ისრაელის ღვინის საწარმოები კი ლიბანის საზღვართანაა. ორივე მხარისთვის, რომლებიც მხოლოდ ღვინის წარმოებასა და გაყიდვას ცდილობენ, გამოსავალი ჯერ-ჯერობით არ არის.

ისრაელი 40 მილიონი ღვინის ბოთლის წლიური წარმოებით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ლიბანის ღვინის მწარმოებლები, რომლებიც სულ რაღაც 8-9 მილიონ ბოთლს აწარმოებენ, მაგრამ ლიბანს დაახლოებით 2 მილიარდი ბოთლის წლიური წარმოება არყისა და სხვა ალკოჰოლური სასმელის აქვს. ორივე მხარეს 2024 წლისთვის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.