Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცის სალათა სატაცურითა და მანგოთი

საჭირო მასალა: 400 გ მოხარშული ან დაკონსერვებული სატაცური, 200 გ მანგო, 4-5 ცალი სალათის ფოთოლი, 150 გ მოხარშული ლორი, 150 გ მოხარშული ქათმის ხორცი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ. ცხარე მდოგვი, 3 ს.კ. ბალზამიკო, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ქონდარი, მწიკვი შაქარი, მარილი და დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: თუ დაკონსერვებულ სატაცურს გამოვიყენებთ, გადავწუროთ. სასალათეში მოვათავსოთ სალათის ფოთლები. ლორი და ქათმის ხორცი საშუალო ზომაზე დავჭრათ. მსხვილად დავჭრათ მანგო. კვერცხი ოთხად გავჭრათ. ნიორი დავნაყოთ, ავურიოთ მდოგვსა და ბალზამიკოს, შევურიოთ 2-3 ს.კ. წყალი, ზეთი და ბლენდერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ წიწაკა, მარილი, ქონდარი და შაქარი. სალათის ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ სასალათეში და მოვასხათ სოუსი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული