Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხბოს შნიცელი ლიმონით

საჭირო მასალა: 2 ცალი ლიმონი, 2 კონა რუკოლა, 3 ს.კ. ბალზამიკო, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 4 ნაჭერი შნიცელისთვის განკუთვნილი ხორცი (თითო 150 გ), 4 ს.კ. ფქვილი, 4 ს.კ. ზეთი – შესაწვავად, 2 ს.კ. ერბო, 50 მლ ბოსტნეულის ბულიონი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ლიმონები ცხელ წყალში გავრეცხოთ, 1 ცალს მოვაცილოთ ცედრა და გავწუროთ, მეორე კი დავჭრათ და შევინახოთ. ბალზამიკო, მარილი და პილპილი ავურიოთ, შევურიოთ ზეითუნის ზეთი. ხორცის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ ფქვილში და გახურებულ ზეთში შევწვათ. მომზადებამდე 1 წუთით ადრე დავუმატოთ ერბო. მზა ხორცი ტაფიდან ამოვიღოთ და თბილად შევინახოთ. ტაფაზე დავასხათ ბულიონი და ლიმონის წვენი, დავაყაროთ მარილი და პილპილი და წამოვადუღოთ. რუკოლაზე მოვასხათ ბალზამიკოსა და სანელებლების ნარევი, მოვაყაროთ ცედრა, ზედ დავდოთ შემწვარი ხორცი, ლიმონის ნაჭრები და მოვასხათ  ცხელი სოუსი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.