გამოქვეყნებულია: 20 დეკემბერი, 2013 - 15:54
ევროკავშირმა მოლდავურ ღვინოს ფართოდ გაუღო კარი. ერთ თვეში კიშინიოვს საშუალება მიეცემა ევროპაში ღვინის პირველი პარტია გაიტანოს. მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ნატალია გერმანმა განაცხადა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოლდავური ღვინის პროდუქციისთვის ევროპის ბაზარზე ლიბერალური წესები ამოქმედდება. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, მალე ხელი მოეწერება მოლდოვასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც, – აცხადებს ქალბატონი გერმანი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი