გამოქვეყნებულია: 2 ოქტომბერი, 2013 - 16:29
საჭირო მასალა: 100 გ პამიდორი ჩერი, 1 ცალი პრასი, 75 გ ცუკინი ან ყაბაყი, 1-2 ღერი რეჰანი, 60 გ სპაგეტი, 50 გ მოცარელა, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: პამიდვრები ორად ან ოთხად გავჭრათ. პრასი რგოლებად დავჭრათ. ცუკინი მსხვილად გავხეხოთ. რეჰანი გავრეცხოთ, 1-2 ფოთოლი მოსართავად შევინახოთ, დანარჩენი წვრილად დავჭრათ. სპაგეტი მდუღარე მარილიან წყალში მოვხარშოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ პამიდვრები და პრასის თეთრი ნაწილი. ბოსტნეული 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. დავუმატოთ გახეხილი ცუკინი, რეჰანი, დარჩენილი პრასი და კარგად ამოვურიოთ. ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან. სოუსს დავუმატოთ სპაგეტი და მოცარელა. მოვრთოთ რეჰანის ფოთლებით.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი