Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი ღორის ნეკნები

საჭირო მასალა: 1.5 კგ ღორის ნეკნები, 100 გ ხახვი, 200 გ სტაფილო, 1 ს.კ. ტომატპასტა, 150-200 გ ყველი ბრინზა, 3 ს.კ. მაიონეზი, ზეთი - მოსაშუშად, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ღორის ნეკნები დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე. ზეთში მოვშუშოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, დავუმატოთ ტომატპასტა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხახვისა და სტაფილოს მასა გადავანაწილოთ ნეკნებზე, ზემოდან დავაწყოთ თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები, წავუსვათ მაიონეზი, დავაფაროთ ფოლგა და 30 წუთის განმავლობაში შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.