Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კიდევ ერთხელ ღვინისა და ყველის შეხამების შესახებ

ის, რომ წითელი ღვინო იდეალურად ეხამება ყველს, საკმაოდ დიდხანს ითვლებოდა ერთ-ერთ გასტრონომიულ აქსიომად, თუმცა ახლახან ექსპერტებმა ეს მოსაზრება უარყვეს. მათი თქმით, სინამდვილეში ყველს თეთრი ღვინო უფრო უხდება, რომელიც ბევრად რბილია და წითელ ღვინოსთან შედარებით მსუბუქიც არის. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წითელი ღვინის მკვეთრად გამოხატული გემო ნებისმიერი ყველის არომატს ჩაახშობს. მაგალითად, ითვლება, რომ ცისფერი ყველები, როგორიცაა როკფორი და ცხიმიანი, რბილი ყველები -  მაგ. კამამბერი, კარგად ეხამება წითელ ღვინოს, თუმცა კომპანია The Antique Wine Company-ს დამფუძნებლის, სტივენ უილიამსის აზრით, წითელი ღვინის ტანინები ასეთი ყველების არომატს თრგუნავს. მთავარი პრინციპია, არავითარ შემთხვევაში არ შევუხამოთ ცხიმიანი რბილი ყველი წითელ ღვინოს, - აცხადებს სტივენ უილიამსი. ბიზნესმენი, რომლის კომპანიაც ღვინით ამარაგებს თეთრ სახლს, ალტერნატივად თეთრ ღვინოს გვთავაზობს, რომელიც პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის ყველს უხდება. უილიამსის აზრით, ცისფერ ყველებს შესანიშნავად ეხამება სოტერნის ტიპის ტკბილი ღვინოები, ხოლო მუხაში დავარგებული თეთრი ღვინო უმჯობესია ყველს საერთოდ არ მივაყოლოთ. ღვინის კრიტიკოსი სიუზი ეტკინსი სავსებით ეთანხმება სტივენ უილიამსს იმაში, რომ წითელ ღვინოს ცხიმიანი ყველი არ უხდება. ,,ღვინისა და ყველის წარმატებული შეხამება მათ ბალანსზეა დამოკიდებული და არა მათ კონტრასტულობაზე”, - აცხადებს ეტკინსი. ექსპერტები კიდევ უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ თეთრი ღვინო ისეთ საკვებსაც უხდება, რომელსაც ტრადიციულად წითელ ღვინოსთან ტანდემში ვხვდებით: ნანადირევს, თევზსა და ინდაურს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.