Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოს რაგუ

საჭირო მასალა: 900 გ ტყის სოკო, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 4 ს.კ. ზეთი, 2 ბულგარული წიწაკა, 2 ს.კ. ტომატის პასტა, 3 ს.კ. არაჟანი, 1 კონა კამა და ოხრახუში.

მომზადება: მარილწყალში მოვხარშოთ სოკო. სტაფილო და ხახვი დავჭრათ მოგრძო წვრილ ნაჭრებად და ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი წიწაკა, 7 წუთის შემდეგ ტომატის პასტა და ამოვურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი სოკო და ვშუშოთ თავდახურული 25 წუთის განმავლობაში, პერიოდულად მოვურიოთ. დავუმატოთ არაჟანი და 5 წუთის შემდეგ დაჭრილი მწვანილი. როცა წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული