გასულ შაბათ–კვირას ბურგუნდიის ვენახებში მოწყობის აქციაზე 713 შიშველი ადამიანი შეიკრიბა კლიმატის ცვლილების პრობლემებისადმი მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
შიშველი ადამიანები განასახიერებენ იმ ფრანგ მეღვინეებს, რომლებზედაც უკვე იმოქმედა კლიმატის ცვლილებამ და გლობალურმა დათბობამ.
მეღვინეობის რაიონებში კლიმატის ცვლილება და ტემპერატურის მომატება იწვევს ადრეულ რთველს, შაქრიანობის მატება და მჟავიანობის შემცირება თავისთავად იწვევს დისბალანსს – ღვინო დგება მაღალალკოჰოლიანი და ტლანქი, უხეში სტრუქტურის.
ობამას, მერკელის და სხვა პოლიტიკური ლიდერებისადმი მიმართვაში, რომლებიც კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილების განსახილველად ხვდებიან, წერია: "ჩვენ არ მოვითხოვთ თქვენგან გაიხადოთ შეხვედრაზე კოპენჰაგენში, მაგრამ მოვითხოვთ მიიღოთ ზომები გლობალური დათბობის წინააღმდეგ".
© ღვინის კლუბი/vinoge.com
http://www.youtube.com/watch?v=wF_SAboVTTk&feature=player_embedded
თქვენი კომენტარი