Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკო ყველისა და პამიდვრის გულსართით

საჭირო მასალა: 4 ცალი დიდი ქამა სოკო, 3 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 2 ნაჭერი რბილი ყველი, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 2 ს.კ. წვრილად დაჭრილი, ზეთში ჩადებული პამიდვრის ჩირი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: სოკოებს მოვაძროთ ფეხები, კარგად გავრეცხოთ და შევამშრალოთ. ერთმანეთში ავურიოთ ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი და ხახვი, მოვათავსოთ სოკოებში, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. 3-5 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შემდეგ გამოვიღოთ და დავუმატოთ პამიდორი, ყველი და მწვანე ხახვი. შევაბრუნოთ ღუმელში და კიდევ 10-12 წუთი გავაჩეროთ. მზა კერძს ცოტა ზეთი მოვასხათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.