Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ვენახების ფართობები 2016 წლის მონაცემებით

ვენახი რიოხა ალავესაში. მალხაზ ხარბედიას ფოტო

ოქტომბრის ბოლოს ბრაზილიაში OIV–ის ეგიდით ვაზისა და ღვინის 39–ე კონგრესი გაიმართა, სადაც ტრადიციულად წარმოადგინეს ბოლო წლის მანძილზე ვაზისა და ღვინის სფეროში მომხდარი ცვლილებების სტატისტიკური ანგარიში. ღვინის საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე პუბლიკაციას მიუძღვნის ამ მონაცემების ანალიზს, რომელიც ვენახის ფართობებს, ღვინის წარმოებას, ექსპორტ–იმპორტს, მოხმარებასა და სხვ. საკითხებს შეეხება.

ვენახის ფართობების თვალსაზრისით ესპანეთი კვლავინდებურად ინარჩუნებს პირველობას. ყველაზე დიდ ტერიტორიაზე სწორედ ამ ქვეყანაშია გაშენებული ვენახები. მეორე ადგილზე გადმოინაცვლა ჩინეთმა, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ინტენსიურად გააშენა ვენახები – საღვინე და სასუფრე ჯიშები. საფრანგეთი და იტალია კვლავინდებურად რჩებიან ლიდერებად, ხოლო თურქეთი, პირველ რიგში სასუფრე და საქიშმიშე ჯიშების გამო მოხვდა ამ ხუთეულში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თურქული ღვინის განვითარებას და პოპულარიზაციასაც.  

2000 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ვენახების ფართობი შემცირდა (ძირითადად ევროპაში ვენახების ფართობების კლების ხარჯზე). 2012–2013 წლებიდან ეს ვარდნა შეჩერებულია და მეტ–ნაკლებად დასტაბილურდა.

აქ დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ვენახების ფართობების კლება–მატების განვითარება ბოლო 5 წლის განმავლობაში:

როგორც ხედავთ, ევროპული მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში მცირდება ვენახების რაოდენობა (ესპანეთი, საფრანგეთი, განსაკუთრებით კი იტალია). მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ რუმინეთში საკმაოდ შემცირდა ვენახები, 2014–2015 წლებში მაინც მკვეთრი ზრდა გამოჩნდა, ისევე როგორც მოლდავეთში. ბოლო წლებში ფართობების ზრდა შეინიშნება ჩილეში და სამხრეთ აფრიკაშიც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული