Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქონლის ხორცი გოგრითა და მწვანე ლობიოთი

საჭირო მასალა: 500 გ მწვანე ლობიო (შეიძლება გაყინული ან დაკონსერვებულიც), 400 გ გოგრა, 1 ცალი წიწაკა ჩილი, 2 კბილი ნიორი, 500 გ საქონლის ფილე, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები, 8-10 ს.კ. სოიის სოუსი, 6 ღერი ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: გავრეცხოთ გოგრა, მოვაცილოთ ქერქი და თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ნიორი წვრილად დავჭრათ. ხორცი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ხორცი ორივე მხრიდან მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ამავე ცხიმში მოვათავსოთ გოგრა, ნიორი, დაჭრილი წიწაკა, ქუნჯუთის მარცვლები და მსუბუქად მოვშუშოთ. დავუმატოთ ხორცის ნაჭრები და ლობიო, დავასხათ სოიის სოუსი, 1- ს.კ. წყალი და რამდენიმე წუთი ვშუშოთ, შემდეგ მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. თუ ახალ ან გაყინულ ლობიოს გამოვიყენებთ, მდუღარე მარილიან წყალში გავთუთქოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული