Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ქუნჯუთით

საჭირო მასალა: 1 ს.კ. კედრის თესლი, 1 პატარა ავოკადო, 1 მსხალი, 0,5 ლაიმი, 4 ს.კ. ზეთი, 1 კვერცხი, 2 ცალი ქათმის ფილე (თითო ნაჭერი 250 გ), 2 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები, მარილი, პილპილი, შაქარი – გემოვნებით.

მომზადება: კედრის თესლი მოვხალოთ. ავოკადო გავფცქვნათ, შუაზე გავჭრათ, კურკა ამოვაცალოთ და თხლად დავჭრათ. მსხალი გავრეცხოთ, შუაზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და თხლად დავჭრათ. ლაიმი გავწუროთ. მსხალი და ავოკადო თასში მოვათავსოთ, მოვასხათ ლაიმის წვენი და 2 ს.კ. ზეთი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწიკვი შაქარი. მსხალსა და ავოკადოს შევურიოთ კედრის თესლი. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კვერცხის ცილა მსუბუქად ავთქვიფოთ და შევურიოთ ქუნჯუთის მარცვლები. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. ქათმის ფილე ამოვავლოთ ქუნჯუთისა და ცილის ნარევში და ორივე მხრიდან შევწვათ. მივირთვათ მომზადებულ სალათასთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული