Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პეკინური კომბოსტო ქამა სოკოსა და კრევეტებთან ერთად

საჭირო მასალა: 1 საშუალო თავი პეკინური კომბოსტო, 200 გ ქამა სოკო, 200 გ მოხარშული კრევეტები, 120 გ სტაფილო, 1 ტკბილი წიწაკა, 1 პატარა ცხარე წიწაკა, 2 სმ ჯანჯაფილის ფესვი, 1 ს.კ. ბრენდი, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 1 მწიკვი შაქარი, მარილი გემოვნებით, 1 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები, 4 ს.კ. ზეთი.

მომზადება: ტაფაზე 1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ დაქუცმაცებული ცხარე წიწაკა და გახეხილი ჯანჯაფილი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, სტაფილო და რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი მოვათავსოთ თასში. 2 ს.კ. ზეთში ბრენდთან ერთად მოვშუშოთ თხლად დაჭრილი სოკო და მივამატოთ ბოსტნეულს. კომბოსტო დავშალოთ ფოთლებად, მოვაცილოთ ხიკვის ნაწილები, დავჭრათ და 1 ს.კ. ზეთში ვშუშოთ 3 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ სოკო და ბოსტნეული, კრევეტები, სოიის სოუსი, შაქარი, მარილი, 2-3 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე და გამზადებულს ზემოდან მოვაყაროთ მოხალული ქუნჯუთის მარცვლები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.