Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგული სიცილიურად

საჭირო მასალა: 1 თავი წითელი ხახვი, 2 ცალი ფორთოხალი, 3 ღერი რეჰანი (შეიძლება მშრალის გამოყენებაც), 25 გ ფსტა, 8 ნაჭერი (თითოეული 40 გ) ორაგულის ფილე, 2 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი თხელ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. ერთი ფორთოხალი გავფცქვნათ, მოვაშოროთ თეთრი რბილობი და დავჭრათ. მეორე ფორთოხალს მოვაცილოთ ცედრა და გავწუროთ. რეჰანი და ფსტა დავკეპოთ. თევზის ნაჭრებს წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ ფსტა და მარილი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და 4-5 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ ხახვი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავუმატოთ ფორთოხლის წვენი, ცედრა და ძმარი. 3 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ფორთოხალი და რეჰანი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ მოვათავსოთ თევზის ნაჭრები ისე, რომ ფსტამოყრილი ზედაპირი ქვემოთ მოექცეს. ორივე მხრიდან შევწვათ 1 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ.
© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული