Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილის რულეტი

საჭირო მასალა: კარტოფილის ცომისთვის – 750 გ კარტოფილი, 75 გ მანანის ბურღული, 75 გ ახალგახეხილი პარმეზანი, 1 ცალი კვერცხი, 150 გ კარტოფილის სახამებელი, ცოტაოდენი პურის ფქვილი – საფანელად, 60 გ კარაქი, 2 ღერი ოხრახუში, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით.

გულსართისთვის – 1 კონა ოხრახუში, 1 კონა რეჰანი, 75 გ კედრის კაკალი, 75 გ თხილი, 40 გ გახეხილი პარმეზანი, მარილი – გემოვნებით.

პამიდვრის სალსისთვის – 500 გ პამიდორი, 1 თავი ხახვი, 0,5 კონა რეჰანი, 2 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი, ახალდაფქული შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი გავრეცხოთ და 20 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში მოვხარშოთ კანიანად. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და კანი გავაცალოთ. ცხელ-ცხელი კარტოფილი დავჭყლიტოთ, დავუმატოთ მარილი, მანანის ბურღული, პარმეზანი, კვერცხი, კარტოფილის სახამებელი, ჯავზი და კარგად ავზილოთ.

მოვამზადოთ გულსართი: მწვანილი წვრილად დავკეპოთ. ასევე დავკეპოთ თხილი და კედრის კაკალი. შევურიოთ ყველი, მწვანილი, მარილი და პილპილი. კარტოფილის ცომი 6-7 მმ სისქეზე გავაბრტყელოთ, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და ფრთხილად გადავახვიოთ. გადავიტანოთ ტილოზე, გავახვიოთ და ბოლოები ძაფით შევკრათ. მოგრძო ფორმის მაღალ ტაფაში ან ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ 1 ს.კ. მარილი და შიგ მოვათავსოთ ტილოში გახვეული კარტოფილის რულეტი ისე, რომ წყალმა დაფაროს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. პამიდვრები ოთხად გავჭრათ და თესლი ამოვუღოთ. შემდეგ წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე გავადნოთ კარაქი. ოხრახუში დავკეპოთ. რულეტი წყლიდან ამოვიღოთ, გავხსნათ და დავჭრათ, ზემოდან კი გამდნარი კარაქი მოვასხათ და ოხრახუში მოვაყაროთ. მივირთვათ პამიდვრის სალსასთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend



აუფ, რა გადასარევი რამეა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული