გამოქვეყნებულია: 2 ოქტომბერი, 2011 - 05:54
საჭირო მასალა: 5 ცალი კარტოფილი, 400 გ ფარში, 1 პატარა თავი ხახვი, 1 ჭიქა დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი სტაფილო, 1/2 ჭიქა რძე, 1 ს.კ. ტომატის პასტა, 1 ჩ.კ. გამშრალი რეჰანი და თავშავა, 2 ს.კ. ზეთი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: მარილწყალში მოვხარშოთ კარტოფილი, გავაკეთოთ პიურე და დავუმატოთ რძე. ხახვი მოვშუშოთ ზეთში ფარშთან ერთად, დავუმატოთ ფარში და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და 5 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. გამოსაცხობ ფორმაში მოვათავსოთ ხორციანი მასა, ზემოდან – კარტოფილის პიურე და 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.
სურვილისამებს, სუფრასთან მიტანისას შეიძლება დაემატოს არაჟანი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი