Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილის ბავარიული წვნიანი

საჭირო მასალა: 600-650 გ კარტოფილი, 200 გ ძეხვი ან სოსისი, 100 მლ ნაღები, 2-3 ს.კ. არაჟანი, 1-2 თავი ხახვი, ჯავზი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ბულიონისთვის: 1,5-2 ლ წყალი, 1 პატარა თავი ხახვი, 60 გ ნიახური, 1-2 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი - გემოვნებით, ოხრახუში და მწვანე ხახვი - მოსაყრელად.

შენიშვნა: ბულიონის მოსამზადებლად  შეგიძლიათ ბულიონის კუბები გამოიყენოთ.

მომზადება: ქვაბში მოვათავსოთ ბულიონი და ბულიონის ინგრედიენტები, ადუღებისას მოვხადოთ ქაფი და საათნახევარი ვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ,  დავუმატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა.  როცა კარტოფილი მოიხარშება, ამოვიღოთ მისი ერთი ნაწილი, ცოტა ნახარში, ნაღები, არაჟანი და ბლენდერში გავთქვიფოთ. ეს მასა ავურიოთ კარტოფილის წვნიანს და კარგად გავხსნათ. ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და დაჭრილ ძეხვთან ერთად ჩავამატოთ წვნიანში. გავუწყოთ მარილი, წიწაკა, ჯავზი და სუფრასთან მიტანისას დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.