Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ლუდი ქალებმა გამოიგონეს

მეგობრებთან ერთად კათხა ლუდის დალევა მამაკაცთა უმრავლესობისთვის განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქალებს, როგორც წესი, ეს საშინლად აღიზიანებთ. არადა, როგორც აღმოჩნდა, ლუდი ქალებს გამოუგონიათ და თავდაპირველად მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი.

მიუხედადავ იმისა, რომ დღეს ლუდის მომხმარებელთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ, ათასწლეულების წინ ლუდის როგორც მოხარშვა, ისე მისი დალევა მხოლოდ ქალთა პრეროგატივა იყო – აცხადებს ბრიტანელი მწერალი და ისტორიკოსი ჯეინ პეიტონი. ლუდმა უკანასკნელი 200 წლის მანძილზე მოიპოვა სასმელის სტატუსი, მანამდე ის საჭმელად ითვლებოდა და მისი მომზდება მხოლოდ ქალებს შეეძლოთ. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები ლუდს არა ღმერთების, არამედ ქალღმერთების საჩუქრად თვლიდნენ. ჯეინ პეიტონი თავის ახალ წიგნში, რომელიც ხანგრძლივი კვლევების შემდეგ გამოაქვეყნა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 7000 წლის წინ შუამდინარეთსა და შუმერში ქალები იმდენად იყვნენ ლუდის ხარშვაში დაოსტატებულნი, რომ დუქნების მონოპოლისტებიც კი გახდნენ. ლუდის ხარშვა ქალების საქმე იყო ასევე ვიკინგებთან და ინგლისელებთან, რომლებმაც ეს სასმელი თავიანთ ყოველდღიურ რაციონში აქტიურად ჩართეს. მაგალითად, დედოფალი ელისაბედ I ლუდს თურმე დილაობით, საუზმეზე მიირთმევდა. XVIII საუკუნის ბოლოსკენ, მაშინ, როდესაც სამრეწველო რევოლუცია იკდებდა ფეხს, ლუდის სტატუსი და იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა. დანადგარების გამოჩენასთან ერთად ქალები სულ უფრო ნაკლებად იყვნენ ჩართულნი ლუდის ხარშვის საქმეში. ,,ვიცი, რომ კაცებს ძალიან გაუკვირდებათ ეს ამბავი, მაგრამ ლუდის შექმნისთვის მათ სწორედ ქალებს უნდა გადაუხადონ მადლობა” – განაცხადა ჯეინ პეიტონმა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“


ეგ "ათასწლეულების წინ" რამდენია? რაღაც ძალიან შორს მივდივართ. მეეჭვება რაიმე სანდო მონაცემები მოიპოვებოდეს იმ დროისა. "ლუდმა უკანასკნელი 200 წლის მანძილზე მოიპოვა სასმელის სტატუსი" - ეს კი მაგ ქალბატონთან ბოდიში და სრული სისულელეა. შეიძლება ინგლისში მოიპოვა სასმელის სტატუსი ბოლო 200 წელია, მაგრამ თუ ეგ მკვლევარი ჩეხეთში ჩავა მაგ სისულელეს უმალ ამოუყრიან თავიდან. ჩეხურ მონასტრებში ლუდს მე-10-11 საუკუნეებში ხარშავდნენ ბერები. მე-12 საუკუნეში კი ამის შესახებ მატიანეში არის ჩანაწერები: "ჩვენ: ამან, ამან და ამან ლუდი მოვხარშეთ დავლიეთ და გვესიამოვნაო". საერთოდ კი კელტებს უკავშირდება ლუდის ტრადიცია და ჩვენნაირ ღვინის ქვევრებში ინახავდნენ. სხვათა შორის, ზოგიერთმა ჩეხმა მეცნიერმა ჩეხების სლავური წარმოშობის ამბავი ეჭვის ქვეშ დააყენა და ჩეხები კელტების შთამომავლებად გამოაცხადა. ჩეხებს ლუდიც ქონდათ ეგეთი - "კელტი" ერქვა. ძალიან გავს "გინესს". მთელი კელტური დღესასწაული იმართებოდა მაგ ლუდის ეგიდით.


ჰო, დამავიწყდა დავამატო - ჩეხები არა მხოლოდ ხარშავდნენ ლუდს (როგორც სასმელს!) მე 10 საუკუნეში, არამედ ექსპორტზეც გაქონდათ. ბოჰემიის ექსპორტის ერთ ერთი საქონელი მე-10 საუკუნეში უკვე იყო ლუდი. არსებობს მონაცემები რომ ბოჰემიაში ჩადიოდნენ ვაჭრები ახლომდებარე სამთავროებიდან ლუდის შესაძენად და გასატანად. ლუდი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ბოჰემიელებისთვის, რომ მისი მოჭრის და ნერგის თუ ჩითილი ქვია - მისი გატანისთვის სიკვდილით სჯიდნენ! მე-10 საუკუნის დასაწყისში. მე-11 საუკუნეში კი დაწესდა ოფიციალური გადასახადი სვიით მონასტრებისთვის - იმდენად დიდი იყო მოთხოვნა ლუდზე და მასალა არ ყოფნიდათ ბერებს მის მოსახარშად. რაის 200 წელი...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული