Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალმარი ნაღების სოუსით

საჭირო მასალა: სოუსისთვის - 8 ს.კ. სქელი ნაღები, 6 ს.კ. იოგურტი ან მაწონი, 0,5 თავი ხახვი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 1 კონა რუკოლა, თეთრი პილპილი, ლიმონის წვენი, 4 ნაჭერი ლიმონი, მარილი, ძმარი ბალზამიკო – გემოვნებით.

კალმარის შესაწვავად - 300 მლ ცივი წყალი, 100 გ ფქვილი, მწიკვი მარილი, 600 გ გარჩეული და რგოლებად დაჭრილი კალმარი, ზეთი – ფრიტიურისთვის, მწიკვი წითელი წიწაკა.

მომზადება: სოუსისთვის ავურიოთ ნაღები, იოგურტი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ და სოუსს დავუმატოთ. სანამ კალმარს შევწვავთ, სოუსი მაცივარში მოვათავსოთ.

თეფშზე გადავანაწილოთ რუკოლა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ბალზამიკო. ზედ დავაწყოთ ლიმონის ნაჭრები.

წყალი, მარილი, და ფქვილი კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამ მასაში ამოვავლოთ დაჭრილი კალმარი და ფრიტიურში შევწვათ, შემდეგ საშრობ ქაღალდზე დავაწყოთ, რომ დაიწრიტოს და წიწაკა მოვაყაროთ. კალმარის რგოლები რუკოლაზე მოვათავსოთ და სოუსი მოვასხათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული