Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინგლისური გოგრის ღვეზელი

საჭირო მასალა: 125გ კარაქი, 250გ ფქვილი, 5 კვერცხის გული, 75 მლ კონიაკი, 400 გ. მოხარშული გოგრის რბილობი, 300გ შაქარი, დარიჩინი და ჯანჯაფილი – გემოვნებით, 1 ლიმნის ცედრა, 140 მლ 30%-იანი ნაღები.

მომზადება: კარგად გაციებული კარაქი, ფქვილი და მარილი დავკეპოთ დანით გაფხვიერებამდე, დავუმატოთ 1 კვერცხის გული, 1 ს.კ. კონიაკი და საჭიროებისამებრ წყალიც, რომ მოიზილოს ცომი. ცომი 30 წთ-ით დავდოთ მაცივარში, შემდეგ გავაბრტყელოთ და ჩავფინოთ ფორმაში, ამოვუყვანოთ გვერდები, შუაგულში დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და დავაყაროთ მშრალი ლობიო ან მუხუდო ფორმის შესანარჩუნებლად. ფორმა შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. მოხარშული გოგრისგან გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ დანარჩენი კონიაკი, სანელებლები, 4 კვერცხის გული, ლიმონის ცედრა და ნაღები. გამომცხვარ ფენას მოვაშოროთ მუხუდო ქაღალდიანად და ზედ მოვათავსოთ გოგრის გულსართი, შევდგათ 160-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-30 წუთის განმავლობაში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული