Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდაურის შნიცელი კარტოფილის პიურეთი და თხილით

საჭირო მასალა: 1 კგ კარტოფილი, 800 გ ახალი სტაფილო, 6 ღერი ოხრახუში, 4 თხელი ნაჭერი ინდაურის ხორცი, 2 ს.კ. თხლად დათლილი თხილი, 2 ლიმონი, 2 ს.კ. ერბო, 7 ს.კ. კარაქი, 4-6 ს.კ. გარგარის კონფიტიური, 200 მლ რძე, მარილი, პილპილი, შაქარი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ, დავასხათ წყალი, დავუმატოთ მარილი და მოვხარშოთ. სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, თითოეული ნაწილი ჯერ სიგრძეზე, შემდეგ კი სიგანეზე გავჭრათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ხარშვისას დავუმატოთ მარილი და ცოტა შაქარი. ვადუღოთ 6-8 წუთი. ოხრახუში წვრილად დავკეპოთ. თხილი მოვხალოთ. ხორცის ნაჭრები გავრეცხოთ და შევაშროთ. ერთი ლიმონი ცხელ წყალში გავრეცხოთ, გავამშრალოთ და თხლად დავჭრათ. მეორე ლიმონი გავწუროთ. ტაფაზე გავაცხელოთ ერბო, ზედ ინდაურის ხორცის ნაჭრები დავაწყოთ და თითოეულ მხარეს 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემწვარი ხორცი ტაფიდან გადავიტანოთ ჭურჭელში. ცხიმიან ტაფას დავასხათ ლიმონის წვენი და 4 ს.კ. გარგარის კონფიტიური. ვადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. კარაქი, დავამატოთ სტაფილო, ოხრახუში და ერთად შევათბოთ. კარტოფილი გადავწუროთ, დავამატოთ რძე, 5 ს.კ. კარაქი, მარილი, ჯავზი და თხილი. ხორცის ნაჭრები შევაცხელოთ ტაფაზე გარგარისა და ლიმონის სოუსში ლიმონის ნაჭრებთან ერთად. თეფშზე ერთად ამოვიღოთ კარტოფილის პიურე, ხორცის ნაჭერი და სტაფილო.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული