Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"პროგრამა კოდექსი"

ფერმერები სუბსიდირების შესახებ მთავრობის დადგენილების გაცნობას ითხოვენ

მაია ყალაბეგაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ წელს კახეთი სტიქიამ რამდენჯერმე საგრძნობლად დააზარალა, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის მოსავალი ერთ-ნახევარჯერ მეტია. ხელისუფლებამ ეს ფაქტორი ადრევე გაითავალისწინა და სუბსიდირების თანხა თითქმის გააორმაგა, ანუ 14 მილიონი ლარით განსაზღვრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გლეხი დანამატის სახით საფერავზე კვლავ 25 თეთრს მიიღებს, ხოლო რქაწითელზე - 15 თეთრს. თუმცა, როგორც ჩანს, ამით მხოლოდ გლეხის პრობლემა გადაიჭრება და არა მოსავლის რეალიზაციის.
კახეთში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მომრავლდა ოჯახები, რომელთა ყოველი წევრი, მხოლოდ ვენახის მოვლაზე ზრუნავს და სხვა შემოსავალი ფაქტობრივად არ გააჩნიათ. მათ შემოდგომით ყურძნის მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით წლიდან-წლამდე გააქვთ თავი. 13 სექტემბერს, ტრადიციულად გურჯაანში, "რთველი-2009"-ის მშვიდად ჩატარებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით სპეციალური შტაბი გაიხსნა. როგორც შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ გაბუნიამ გვითხრა, მთავრობის მიერ გამოყოფილი სუბსიდია - დანამატი 25 თეთრი საფერავზე, 15 კი - რქაწითელზე, მხოლოდ გლეხებისთვისაა განსაზღვრული და არა იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც 10 ჰა-ზე მეტი ვენახი აქვთ.
"ეს არის პროგრამა მხოლოდ გლეხებისთვის და არა იმ ფერმერებისთვის, რომლებიც 10 ჰა ვენახს ფლობენ. მათ რთვლის დაწყებას არავინ უშლის, უბრალოდ ვერ მიიღებენ დანამატს, ასეთია სახელმწიფო პროგრამის მიმართულება," - გვითხრა ტარიელ გაბუნიამ.
მოგეხსენებათ, გაჭირვებული ქართველის მოხერხების ამბავი, ვისაც ამის გამოცდილება უკვე ჰქონდა (შარშანაც ანალოგიურად მოხდა სუბსიდირება), კუთვნილი ნაკვეთი დაშალა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად გადააფორმა, ვინც ეს ვერ მოახერხა, დანამატი თანხის მიღება კი არა, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე ვენახის დაკრეფაც კი პრობლემა გაუხდა. მათი განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ მათთან შეუთანხმებლად ყურძნის დაკრეფა არ გაბედონ, რადგან ჯერ გლეხის მოსავალია დასაბინავებელი და შემდეგ, თუკი მოხერხდა, მათაც მიხედავენ. "ჩემი ყრძენი თუ უახლოეს ხანში არ დაიკრიფა, მირჩევია ვაზზე დავტოვო, რადგან დაჩამიჩდება, წონაც დააკლდება და ხარისხიც. მუშის ხარჯის დამატებას აზრი არ აქვს, ჩემს გაჭირვებას ეს აღარ უნდა. მაინც არ მესმის ეს რა მიდგომაა?! კერძო პიროვნებას მინდა დავუკრიფო, ამის უფლებაც არ მაქვს?!" - კითხულობენ გაკვირვებული ფერმერები, მაგრამ საკუთარი ვინაობის დასახელებისგან მაინც თავს იკავებენ. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, "წელს კახეთში ყურძნის რა რაოდენობის მოსავალიც არ უნდა იყოს, მისი დაბინავება უპრობლემოდ მოხდება." თუმცა ჯერჯერობით ტრადიციულ პრობლემად კვლავ დარჩა ჰიბრიდული ჯიშების, ე. წ. "უწამლის" რეალიზება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამის მიხედვით (1 ჰა გაჩეხილი ვაზის სანაცვლოდ სახელმწიფომ გლეხს 2 000 ლარი გადაუხადა), უწამლის ჯიშის ყურძენი უმრავლესობამ ამოძირკვა. მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს 3 ათას ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მოსავალს ელოდებიან. როგორც შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, მისი სავარაუდო ფასი 18-20 თეთრი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, კერძოდ, რომელი ქარხანა ჩაიბარებს ამ ჯიშის ყურძენს, ან როდის გადაწყდება ეს საკითხი და სად უნდა მიაკითხოს გლეხმა.
სხადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კახეთში მხოლოდ 8 ღვინის ქარხანა იღებს ყურძენს, შტაბის უფროსი არ ეთანხმება, "ამ ეტაპზე გახსნილია 12 ღვინის ქარხანა, დანარჩენი ქარხნები ამუშავდება იმის მიხედვით, რისი საჭიროებაც იქნება, მოსავლის ძირითადი ნაწილი ჯერ კონდიციაში არ არის, ანუ შაქრიანობა 20 გრადუსს ვერ აღწევს და როცა ამ დონემდე აიწევს, ქარხნებიც შესაბამისი სიმძლავრით დაიტვირთება," - გვითხრა მან. რთველი-2009 აქტიურ ფაზაში შედის, მის წარმატებით ჩასატარებლად ხელისუფლება სხვადასხვა ნაცად და ინოვაციურ ხერხებსაც მიმართავს, თუმცა ტრადიციული პრობლემები, რომლებიც ძირითადად ბაზრის არარსებობითაა გამოწვეული, კვალავ იჩენს თავს. სტატიის დაბეჭვდამდე კვლავ გამოგვეხმაურნენ ის ფერმერები, რომლებსაც სუბსიდიის თანხას არ აძლევენ, როგორც ისინი აღნიშნავენ, ზეწოლა მათზე კვლავაც გრძელდება და გვთხოვეს იმ გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომლის საფუძველზეც, 10 ჰა მფლობელ ფერმერს დანამატი 15 თეთრი რქაწითელზე, ხოლო 25 თეთრი საფერავზე, არ ეკუთვნის. შტაბის ხელმძღვანელმა ტარიელ გაბუნიამ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება თბილისში აქვს და თან არ წამოუღია. გთავაზობთ მის პასუხს სტილის დაცვით:"მთავრობის დადგენილება დაწესდა რა რაოდენობის თანხა უნდა გაიცეს რქაწითელზე და საფერავზე, აქ არ მაქვს თბილისშია და აქ არც ინტერნეტი მაქვს, კოდექსში არის და თქვენ თუ ამოიღებთ, პროგრამა კოდექსში". სამწუხაროდ ჩვენ ვერც "პროგრამა კოდექსი" ვნახეთ და შესაბამისად ვერც მთავრობის დადგენილება. ფერმერები კი დაჟინებით ითხოვენ ამ გადაწყვეტილების გაცნობას. რთვლის პერიოდში კიდევ ერთი პრობლემა გამოიკვეთა, იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება არ წარადგენს ცნობას, მიწის საკუთრების, ვაზის ჯიშისა და ყურძნის დაკრეფის თარიღის შესახებ, ქარხანა ყურძენს არ ჩაიბარებს. ცნობას შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გასცემს. "სპექტრი" ფლობდა ინფორმაცის, რომ არასწორად გაცემული ცნობების გამო, რამდენიმე სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს თანამდებობიდან და პროკურატურამ მათი საქმის მოკვლევაც დაიწყო, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ კომპეტენტური პირები. მათ შორის "რთველი-2009"-ის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ გაბუნიაც აღნიშნავს, რომ ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

© გაზეთი „სპექტრი“/ regions.ge


ცუდია, რომ მთავრობა ფერმერებს განიხილავს როგორც ”ფაშისტებს” (სახელისუფლებო წრეებში, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენება აპრობირებული სახით)და ამგვარი მიდგომით, თესავს ერთგვარი კომუნისტური ეპოქის დროინდელი გადმონაშთის (ეს ყველაფერი გლეხებისა და კულაკების კომპარტიისეულ სეგრეგაციას მაგონებს)აღზევებისაკენ მიმართულ აზროვნებას. თუმცა, მათიც მესმის, მთლიანად ეს სუბსიდირების ისტორიაც არ არის მაინცდამაინც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან ნაკარნახევი ნაბიჯი, არამედ იძულებითი ქმედებაა, იმისათვის რომ კახეთში მასობრივი უკმაყოფილება თავიდან იქნას აცილებული. ამ ჭრილში, ხელისუფლების ქცევა ლოგიკურია: რაც ნაკლები ხარჯით იქნება მიღწეული აღნიშნული შედეგი, მით უკეთესია... ამ თემას კიდევ შეეგუება ადამიანი, კიდევ ერთი (ამჯერად რეგიონალური) სეგრეგაცია რომ არ ახლდეს ამ სუბსიდირების კომპანიას. და ამ თვალსაზრისით,კახელი გლეხები, სხვა რეგიონის გლეხებს სამართლიანად მიაჩნიათ სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებულ კონტიგენტად. P.S. პროგრამა კოდექსი ნამდვილად არსებობს. ბატონი ტარიელ გაბუნიას გასამართლებლად მინდა რომ დავაზუსტო (რომელიც მართლა კარგად გაისარჯა კახეთის გუბერნატორთან ერთად რთველის დაბინავებისათვის). და არც იმ დადგენილების არსებობაში მეპარება ეჭვი. თუმცა ეს საკითხის არსს ალბათ არ ცვლის.


თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული