Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარგა ლიმონით

საჭირო მასალა: 2 ცალი დიდი პამიდორი, 2 ცალი პრასი, 2-3 ღერი ბეგქონდარა, 1 ცალი ლიმონი, 400 გ ფარგას ფილე, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 100 გ ბაგეტი, ზღვის მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: პამიდორი მსხვილ რგოლებად დავჭრათ. პრასი თხლად დავჭრათ. ბეგქონდარა დავკეპოთ (ან ხმელი გამოვიყენოთ). ლიმონი ცხელი წყლით გავრეცხოთ, შუაზე გავჭრათ და ნახევარი გავწუროთ. მეორე ნაწილი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. თევზი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და 4 ნაწილად გავჭრათ. მოვასხათ ლიმონის წვენი და 5-10 წუთი ასე გავაჩეროთ.  ღუმელი 200 გრადუსზე გავახუროთ. პერგამენტის ქაღალდი ორად გავჭრათ, ზედ დავაწყოთ პამდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზემოდან დავაწყოთ თევზის ნაჭრები და კვლავ მოვაყაროთ სანელებლები. თევზზე მოვათავსოთ ლიმონის ნაჭრები, პრასი, ბეგქონდარა და მოვასხათ ზეთი. თითოეული ნაწილი კარგად შევკრათ და მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე. ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში. მივირთვათ ბაგეტთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.