Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარშირებული კობრი ჭარხლის ჟელეთი

საჭირო მასალა: თევზისთვის - 1 ცალი (1 - 1.5 კგ) კობრი, 50 გ დაფქული ნიგოზი, 1 კვერცხი, 100 მლ ნაღები, 30 გ ხახვი, 100 გ სოკო, 1 კონა კამა, 20 გ თეთრი პურის გული, 4 კბილი ნიორი, ზეთი - ხახვის მოსაშუშად. ჭარხლის ჟელესთვის - 50 გ ხახვი, 50 გ სტაფილო, 100 გ ჭარხალი, 22 გ ჟელატინი, 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადება: გასუფთავებული თევზი გავჭრათ ზურგის მხრიდან და ფრთხილად გავაცალოთ კანი. ამოვიღოთ ფილე და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. დავუმატოთ ნიგოზი, კვერცხი, ხახვთან ერთად მოშუშული ნიორი, ნაღებში დამბალი პური და გავთქვიფოთ ბლენდერში. დავუმატოთ დაჭრილი შემწვარი სოკო, დაკეპილი კამა და მზა ფარში გავხვიოთ ჯერ თევზის კანში, შემდეგ კი ფოლგაში. ფორმაში ჩავასხათ ცოტაოდენი წყალი, შიგ მოვათავსოთ ფოლგაში გახვეული თევზი და 40 წუთის განმავლობაში ღუმელში 220 გრადუს ტემპერატურაზე გამოვაცხოთ.

სტაფილო და ხახვი დავჭრათ მსხვილად, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, დავასხათ 2 ლ წყალი და საშუალო ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში ვადუღოთ. 170 მლ შეგრილებულ გადაწურულ ბულიონში ჩავალბოთ ჟელატინი. ჭარხლისგან წვენსაწურში გამოვწუროთ წვენი. 40-50 წუთის შემდეგ ჭარხლის გამოწურული წვენი დავუმატოთ ჟელატინიან ბულიონს გავუწყოთ მარილი, პილპილი და მივიყვანოთ მოდუღებამდე. ჟელეს ავურიოთ კამა და ფორმაში გავაციოთ. სუფრასთან კობრი ჯელესთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული