Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შნიცელი-ბოლონეზა

საჭირო მასალა: 250 გ ხახვი, 2 კბილი ნიორი, 500 გ სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, ღორის ხორცის 6 თხელი ნაჭერი (თითო 125-150 გ), 6-7 ს.კ. ზეთი, 250 გ გატარებული ხორცი, 2 ს.კ. იტალიური ხმელი მწვანილების ნარევი (მის შემადგენლობაში შედის თავშავა, ბაზილიკი, როზმარინი, პიტნა, ბეგქონდარა და სალბი), 150 მლ ბულიონი, 200 გ სქელი ნაღები, 400-450 გ  კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, 150 გ გახეხილი გაუდა, ნედლი  თავშავა – მოსართავად, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი ნახევარ რგოლებად დავჭრათ, ნიორი დავკეპოთ. წიწაკა თხელ, მოგრძო ღერებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2-3 ს.კ. ზეთი, ზედ დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და შევწვათ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ, ტაფაზე დავყაროთ ხახვი და ცოტა ზეთი მოვასხათ. 2-3 წუთში ამოვიღოთ ტაფიდან, ტაფაში მოვათავსოთ ხორცის ფარში და მოვშუშოთ. ბოლოს შევურიოთ ნიორი და წიწაკა. 5 წუთში მოვაყაროთ მარილი, პილპილი და იტალიური მწვანილების ნარევი. დავასხათ 150 მლ ბულიონი და ნაღები. შევურიოთ დაჭყლეტილი პამიდორი და მოშუშული ხახვის ნახევარი. დავახუროთ სახურავი და 5 წუთი ვადუღოთ. მასა გადავანაწილოთ ფორმაში ჩაწყობილ შნიცელებზე. დანარჩენი მოშუშული ხახვი და ყველი ავურიოთ და მოვაყაროთ ზემოდან. შევდგათ ღუმელში და 170 გრადუსზე 1 საათი ვაცხოთ. შემდეგ დავაფაროთ სახურავი და კიდევ 30 წუთით შევდგათ ღუმელში. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ ნედლი თავშავა.

© ღვინის კლუბი /Weekend     

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.