Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცის რაგუ ახალი ბოსტნეულითა და კურკუმათი

საჭირო მასალა: 1,2 კგ ცხვრის ხორცი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კონა სხვადასხვა მწვანილი, 300 გ. სტაფილო, 150 გ ტკბილი წიწაკა, 300 გ ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი, 4 ღერი პრასა, 3 ს.კ. კარაქი, 300-400 გ ბრინჯი, კურკუმა – დანის წვერით,  მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი შევაშროთ, დავჭრათ, ავუსვათ მარილი, წიწაკა და კარაქწასმულ  ფორმით შევდგათ წინასწარ  170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მწვანილი და პრასა დავჭრათ და ნახევრად მომზადებულ ხორცს დავუმატოთ, შემდეგ კვლავ დავაბრუნოთ ღუმელში. როცა ხორცი და მწვანილი მოიშუშება, გადმოვიტანოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვშუშოთ, სანამ არ მომზადდება. ცალკე დავჭრათ ბოსტნეული, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კურკუმა და ზეთში მოვშუშოთ. ბოსტნეული დავუმატოთ ხორცს და გავაგრძელოთ მზადება. ადუღებულ მარილ-წყალში ნახევრად მოვხარშოთ ბრინჯი, გადავწუროთ, დავიტოვოთ 1 ჭიქა წყალი, შევურიოთ კარაქი, ჩავასხათ ქვაბში და როცა ადუღდება, ჩავაყაროთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი, დავახუროთ ტილოამოკრული საფარებელი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ არ მომზადდება. მოხარშული ბრინჯი მოვათავსოთ ღრმა თეფშზე, ზემოდან კი დავამატოთ მომზადებული რაგუ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული