Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცხვრის ხორცის გუფთები მუხუდოთი

საჭირო მასალა: 300 გ ცხვრის ხორცის ფარში, 1 კვერცხი, 2 ს.კ. საფანელი, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 პატარა ლიმონი, 240 გ დაკონსერვებული მუხუდო ან ბარდა, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 0,5 ს.კ. ძირა, 400 გ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხორცის ფარში, კვერცხი, საფანელი, მარილი და წიწაკა კარგად ავურიოთ. დასველებული ხელებით გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები და ერთად დავაწყოთ. მწვანე ხახვი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ლიმონი გავწუროთ. მუხუდო გადავწუროთ და წყალი გადავავლოთ. ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე გავაცხელოთ ზეთი და ხორცის გუფთები შევწვათ. გუფთებს მოვაყაროთ ძირა, მუხუდო, მწვანე ხახვი,  პამიდორი და მოვასხათ ლიმონის წვენი. როდესაც ადუღდება, ცეცხლს ჩავუწიოთ და 10-12 წუთი ვადუღოთ. სურვილისამებრ დავუმატოთ მარილი, პილპილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული