Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოსტნეულის “რიზოტო”

საჭირო მასალა: 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1-2 თავი ხახვი, 2 ცალი ბადრიჯანი, 1 პატარა ქილა მწვანე ბარდის კონსერვი, 200 გ. ყვავილოვანი კომბოსტო, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1 კონა რეჰანი, 1 კონა ოხრახუში, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით. ზეთი – ბოსტნეულის შესაწვავად. 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი.

მომზადება:  ზეთდასხმულ ტაფაზე დავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, რამდენიმე წუთში დავუმატოთ თხლად დაკეპილი კომბოსტო, საშუალო ნაჭრებად დაჭრილო ბადრიჯანი, მწვანე ბარდა, დავახუროთ საფარებელი და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუმატოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და გავაგრეძელოთ თუშვა. 10 წუთის შემდეგ მოვაყაროთ მწვანილი და სანელებლები. ბრინჯი რომ მოიხარშემა, კერძი მზადაა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


აგი ფლავს უფრო გავს რიზოტო სულ სხვა რამეა როგორც ვიცი რავა, რახან ორივე ბრინჯითაა?


მართალია, ეს კერძი რიზოტო არ არის, მაგრამ მარტივად შეიძლება მისი რიზოტოდ გადაკეთება, თუ ცალკე მოამზადებთ ბრინჯს შემდეგნაირად: ქვაბში ცხიმში იშუშება მრგვალი ბრინჯი 1-2 წუთის განმავლობაში რათა ბრინჯი ცხიმის ფენით დაიფაროს და შემდეგ ემატება 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო.ღვინის ნახევრად აორთქლების შემდეგ ნელ-ნელა პატარა მოცულობით ამატებთ ჩხელ წყალს ან ქათმის ბულიონს, შეიძლება ბოსტნეულის ნახარშიც და მუდმივად ურევთ ხის კოვზით, მანამ ბრინჯი არ მოიხარშება და ამის შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ცალკე მოშუშული ზემოთ რეცეპტში ჩამოთვლილი ბოსტნეული, ასე სულ სხვა იქნება :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული