Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრის დე ბურგი ძვირფასი ღვინოების სმას მკრეხელობად მიიჩნევს

ცნობილმა ირლანდიელმა მუსიკოსმა კრის დე ბურგმა მისი კუთვნილი ღვინის კოლექციის დიდი ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, მისი გატაცება, მუსიკის გარდა, ღვინოა. მსოფლიოში ცნობილი ჰიტის - Lady in Red ავტორის თქმით, თავისი ღვინის საცავის ძვირფას ეგზემპლარებზე ფულის გამო კი არ ამბობს უარს, უბრალოდ, ის ამ ღვინოების დალევის უფლებას ვერ აძლევს თავს. მის სარდაფში სასმელის ისეთი კლასიკური ნიმუშები ინახება, როგორიცაა Lafite 1945, Latour 1961, Mouton 1982, Cheval Blanc 1978, Margaux-ის რამდენიმე საუკეთესო ნიმუში და ბევრი სხვა არაჩვეულებრივი ღვინო. მუსიკოსი ასევე ინახავს Mouton-ის მოსავლის სრულ კოლექციას, 1945 წლიდან დღემდე, და პერიოდულად ავსებს მას.  "მე ღვინოს არ ვიძენდი იმისათვის, რომ გამეყიდა, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ეს გავაკეთო”- აცხადებს სახელგანთქმული მომღერალი. მას მკრეხელობად მიაჩნია ასეთი ძვირფასი ღვინოების დალევა - "Lafite იმავე ჩალის შალითაში დევს, რომელშიც პირველად შეფუთეს, ეს დიდებულია, მე მზად ვარ ამ ყუთის წინ მუხლებზე დავდგე”- აღიარებს ირლანდიელი მუსიკოსი. კრის დე ბურგის სიტყვებით, როდესაც ის თავის სტუმრებთან ერთად სარდაფში ჩადის სადილისთვის ღვინის შესარჩევად, ღვინის თვით ყველაზე მხურვალე თაყვანისმცემლებიც კი ვერ ბედავენ შეეხონ  Lafite-ს ბოთლს. "ჩვენ ვცდილობთ არც კი გავხსნთ ყუთი, რომელშიც  Lafite დევს, ეს იგივეა, რომ აგვეღო "მონა ლიზა” და ტუალეტში დაგვეკიდა”- ამბობს მუსიკოსი. კრის დე ბურგი დარწმუნებულია, რომ მისი ღვინოები კარგი პატრონის ხელში მოხვდება. "ყველა ამ მოსავლის ღვინო მე უკვე გასინჯული მაქვს, ასე რომ, ჩემი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია. თუ მე მათ გავყიდი, აღებული თანხით შევძლებ კვლავ გავაფართოვო ჩემი კოლექცია” - დასძენს დე ბურგი. ამასთან, მუსიკოსი არ ამხელს დეტალებს, თუ რომელი ღვინოების შეძენას აპირებს აღებული თანხით, რომელიც, სავარაუდოდ, ასობით ათას დოლარს მიაწღევს. ერთადერთი, რაც დაზუსტებით ცნობილია, ისაა, რომ კრის დე ბურგს ღვინის კოლექციის განახლება სურს

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.