Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭარხლის ფოთლების მაჭკატები

საჭირო მასალა:1 ცალი პამიდორი, 3 ღერი ოხრახუში, 4 ღერი მწვანე ხახვი, 150 გ ჭყინტი ყველი, 150 მლ მაწონი, 5 ცალი ჭარხლის ფოთოლი, 100 გ სტაფილო, 3 ს.კ. ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, დაჭრილი წითელი წიწაკა, 6-8 ს.კ. ზეთი.

მომზადება: პამიდორი ოთხად გავჭრათ და თესლი ამოვაცალოთ. ოხრახუში და მწვანე ხახვი გავრეცხოთ, შევაშროთ და წვრილად დავჭრათ. სტაფილო გავხეხოთ. ფქვილი და კვერცხი ავთქვიფოთ. დავუმატოთ მარილი და პილპილი. დავჭრათ ჭარხლის ფოთლებიც და მომზადებული პროდუქტები ერთად ავურიოთ.  მასა ულუფებად ამოვიღოთ და ზეთდასხმულ ტაფაზე შევწვათ. ყველი და მაწონი ერთად ავთქვიფოთ ბლენდერით, დავუმატოთ ცოტა ოხრახუში და დაჭრილი წითელი წიწაკა. სოუსი მოვასხათ მაჭკატებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.