Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თუ ქართული სამზარეულოს შესახებ არაფერი გსმენიათ, წინ განსაკუთრებული რამ გელით” - ჯეიმი ოლივერი საქართველოს შესახებ

ჯეიმი ოლივერი საქართველოში 22 აპრილს ჩამოვიდა, სულ რამდენიმე დღით იყო და გასულ კვირაში საქართველოს შესახებ ვიდეოც გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეფი, რომელიც კულინარიული ვიდეოებითა და რეცეპტების წიგნებით არის ცნობილი, ქვეყნის კულტურას გაეცნო, ქართველ შეფებს შეხვდა, კახეთს ესტუმრა და გადაცემისთვის საინტერესო მასალებიც შეაგროვა. 

მის გამომწერთა რაოდენობა 26 მლნ-საც კი აჭარბებს, მაყურებელი კი ამასობაში სოციალური ქსელების მეშვეობით ჯეიმის თავგადასავალს ადევნებდა თვალს.შეფს საქართველოში თითოეული ადგილი, რასაც ესტუმრა, თავად ჰქონდა შერჩეული.

ვიდეოს ტურიზმის ეროვნული ადმინისსტრაცია ავრცელებს, სადაც ჯეიმი საქრთველოს შესახებ მოკლედ საუბრობს: “უკვე წლებია, მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, თუმცა, შეხედეთ, აქ მხოლოდ საუკეთესო დროის გატარება შეიძლება. საქართველოში ბევრ რამეს ისწავლით, ახალ გემოებს აღმოაჩენთ და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. საქართველომ ახალი რეცეპტების შექმნის შთაგონება მომცა და თუ მკითხავთ, დავბრუნდები თუ არა, გეტყვით, რომ აუცილებლად ჩამოვალ უკან.” 

გარდა ამისა, ჯეიმი გადაცემას გეგმავს, სადაც თავად მოამზადებს ქართულ კერძებს და საქართველოზეც უფრო ვრცლად ისაუბრებს. ჯეიმი ოლივერის ფბ გვერდზე კი შეფი საქართველოს შესახებ მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს და ასეთ სათაურს ურთავს თან: “თუ ქართული სამზარეულოს შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, წინ განსაკუთრებული რამ გელით”. 

ჯეიმის პირველი კომენტარი ქვევრის ღვინოზე კი ასეთი იყო: “ეს მართლაც ძალიან განსხვავებული ღვინოა. ძალიან აშკარა და ცხადია, რომ ეს ხალხი, ქართველები, კერძებსა და სასმელს მართლაც რომ სხვანაირად უდგებიან. სავსეა არომატებით, საინტერესო გემოებით, ძალიან მომწონს”.

საუბრობს თონის პურზეც, მის ტექსტურაზე, სიმარტივესა და გემოზე. ძალიან მოეწონა ქართული ფხალეული: “სიმართლე ვთქვა, უკან, სახლში დაბრუნებისას, ბოსტნეულს სხვანაირად შევხედავ, შთამბეჭდავია”. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული