Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოშუშული ბოსტნეული არაჟნის სოუსით

საჭირო მასალა: 350 გ სტაფილო, 300 გ ნიახურის ძირი, 500 გ ბროკოლი, 1 ძირი კამა, 4-5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1-2 ს.კ. თაფლი, 1 კონა სხვადასხვა სასურველი მწვანილი, 250 გ ხაჭო, 150 გ ხაჭო, 250 მლ არაჟანი, 5 ს.კ. ბალზამიკო, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიახური და სტაფილო პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ბროკოლი ყვავილედებად დავანაწევროთ. კამა წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიახური, სტაფილო, კამა, ბროკოლი და 2 წუთი ვშუშოთ. შევურიოთ მარილი, პილპილი და თაფლი. დავასხათ 200 მლ წყალი და 8-10 წუთი თავდახურული ვშუშოთ. მწვანილის ნაწილი მოსართავად გადავინახოთ, დანარჩენი დავჭრათ. არაჟანი, ხაჭო, მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი ავურიოთ. ბოსტნეულს შევურიოთ  2 ს.კ. ზეთი და ბალზამიკო. ბოსტნეულს ზემოდან  არაჟნის სოუსი მოვასხათ და დარჩენილი მწვანილით მოვრთოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული